საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ნახევარზე მეტი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, არამედ მონაწილეობენ, მისი შეფასებით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებში.
“არა თუ “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ბევრი მათგანი, ვინც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციებს, არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები, ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან დესტაბილიზაციის სცენარში. დესტაბილიზაციის სცენარი, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ხორციელდება საქართველოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.