ზელენსკის კრიტიკა იმის გამო, რომ ბელერუსთან ერთ დონეზე მოგვიხსენია, არასწორია. - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, მისივე განმარტებით, ზელენსკის არ უთქვამს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავება არ არსებობს.

"ზელენსკის კრიტიკა იმის გამო, რომ ბელერუსთან ერთ დონეზე მოგვიხსენია, არასწორია.

მას არ უთქვამს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, (1) ბელარუსისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ რუსეთის ღია მოკავშირე და (2) ჩვენი პოლიტიკური რეჟიმი არ არის იმდენად ავტორიტარული, როგორც ბელარუსშია. კი, ორივე თვალსაზრისით ბელარუსის გზას ვადგავართ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ მიგვიღწევია.

მას არც იმაზე უთქვამს რამე, უნდა მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ამ საკითხის გადაწყვეტაზე ის გავლენას ვერ მიაღწევს.

მან მხოლოდ ის თქვა, რომ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ეს ორივე ქვეყანა დასავლეთისკენ არ მიდის, მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში (იგულისხმება, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში) ორივე ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდება.

რა არის ამაში არასწორი? ან თუნდაც საქართველოს მიმართ არამეგობრული? არა მგონია, ბელარუსის საზოგადოება ჩვენზე ნაკლებად ევროპული იყოს. სავსებით შესაძლებელი მა, ის მომავალში პოლიტიკურად ევროპულ გზას დაადგეს. მაგრამ ამ მომენტში არც ერთი ქვეყანა ამ გზას არ ადგას", - წერს გია ნოდია.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული