ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზე ზის. რუსულ პროპაგანდასაც არ ჰყოფნის ფანტაზია ისეთ რაღაცებს ამბობენ. -  ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„რატომ უხარია ამ ხალხს ივანიშვილის დასანქცირება ჩემთვის გაუგებარია. დასანქციერება მას კიდევ უფრო გააბოროტებს, ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თანხები რატომ უნდა იყოს სადღაც გაყინული? ცოტა თუ ბევრი ამ ქვეყანას ხმარდება. ამაზე ქირქილი არ არის ლოგიკური.

მთავარი პრობლემა არ არის სააკაშვილი, მთავარი პრობლემაა რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას მიმდინარე გლობალური ომისადმი. ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი რუსულ ტალღაზე ზის. რუსულ პროპაგანდასაც არ ჰყოფნის ფანტაზია ისეთ რაღაცებს ამბობენ.

სააკაშვილის ოდიოზური ვოიაჟი, თურმე ზელენსკის მოგონილი ყოფილა. ასეთ შეთქმულების თეორიებს რუსეთიც კი არ კადრულობს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, როცა იცოდა რომ აქ დაპატიმრება ელოდა, ხუხაშვილის თქმით, მასზე მუშაობდნენ.

„უმტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები ჰქონდა, რომ საკმარისია სააკაშვილის გამოჩენა და რაღაც პროცესები დაიწყება. ეს სისულელე იყო მისი მხრიდან. თუ სპეცოპერაციაზე გვინდა შეთქმულების თეორიის მოსმენა, მე სხვა თეორიას შემოგთავაზებთ - ეს იყო ბიძინას და უკრაინელი ოლიგარქების სპეცოპერაცია, რომ სააკაშვილი როგორმე ჩამოეტყუებინათ საქართველოში. სააკაშვილი მაშინ რომ არ ჩამოსულიყო, ხელისუფლება არჩევნებს ვერ მოიგებდა. მიშას ჩამოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუ შეთქმულების თეორია გვინდა, სპეცოპერაცია ბიძინამ და პოროშენკომ დაგეგმეს და „შეუსრულეს“ მიშას“,-  განაცხდა გია ხუხაშვილმა.