თუ სუს-მა ფარცხალაძე ქართული პასპორტით საზღვარზე გაატარა, ეს უკვე სუს-ის უმძიმესი დანაშაული იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აი ეს კიდევ რა “არგუმენტი” მოიფიქრეს - თურმე ქართული პასპორტით ფარცხალაძე ევროპაში წავა.
ჩვენ არ ვართ იდიოტები და მშვენივრად გვესმის, რომ:
1. ფარცხალაძისთვის ახლა ევროპაში გადაადგილება “სიკვდილის” ტოლფასია. (ნეტა წავიდეს)
2. თუ სუს-მა ის ქართული პასპორტით საზღვარზე გაატარა, ეს უკვე სუს-ის უმძიმესი დანაშაული იქნება მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე.
თუ რამის მოთხოვნა გინდათ, მოთხოვეთ სუს-ს ფარცხალაძისთვის საზღვრის კვეთის შეზღუდვა გამოძიების დასრულებამდე და ამ უაზრო “არგუმენტებით” ნუ გვკვებავთ…“- წერს გია ხუხაშვილი.