თუ ის [სალომე ზურაბიშვლის] განიხილავდა პოსტსაარჩევნოდ გახდეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთ-ერთი შეთანხმებული კანდიდატი, ამაზე პარტიებიც ვერ დაიწყებდნენ წუწუნს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი [სალომე ზურაბიშვლის] კანდიდატი საინტერესო პიროვნება იქნება, მაგრამ ვინც არ უნდა წარმოადგინოს, ეს პროექტი ვერ შედგება. ვიცი პარტიების განწყობები. კონფრონტაცია, რა ნიშნით მოგებითაც საუბრობს „გირჩი“, არ არის სასურველი, დააზიანებს ყველაფერს და ხელისუფლების სასარგებლო იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, ამ მოდელის გადარჩენის შანსი არის ის, რომ თავად, სალომე ზურაბიშვილი გახდეს ასეთი კანდიდატი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება და ამის შემდეგ ტექნიკური მთავრობა უნდა გადადგეს, ამ გზას ყველაზე ეფექტურად პრეზიდენტი გაივლის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში მას აქვს ყველაზე მაღალი წონა და მას შეუძლია ამ პროცესის საუკეთესოდ წარმართვა. გარდა ამისა, თუ ის განიხილავდა პოსტსაარჩევნოდ გახდეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთ-ერთი შეთანხმებული კანდიდატი, ამაზე პარტიებიც ვერ დაიწყებდნენ წუწუნს, რადგან მერე თავის თავს დააბრალონ რა შედეგს მიიღებენ არჩევნებზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.