ბაჩიაშვილი ბავშვი იყო რომ გავიცანი, მაშინვე ფული უნდოდა სხვა არაფერი აინტერესებდა - რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.
„რა შუაშია პროკურატურა? ორ ადამიანს შორის ბიზნესს დავაა, მოგება ვერ გაიყვეს და პროკურატურაა ჩართული.
„შავებთან“ არ ჩასულან იმედია, „შავებთან“ უფრო მალე გაირჩეოდა. ბიძინას გაამართლებდნენ და ბაჩიაშვილს ყურებში წამოარტყავდნენ
ბაჩიაშვილი ბავშვი იყო რომ გავიცანი, რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა. მაშინვე ფული უნდოდა სხვა არაფერი აინტერესებდა, პოლიტიკაზე რომ ელაპარაკებოდი, გარბოდა. გასაგებია, რომ ადვოკატმა რაღაც სტრატეგიები აირჩია, მაგრამ არ არის აქ პოლიტიკაზე საუბარი, ჩემი აზით აქ უფრო სპეციფიკური თემებია აქ წამოჭრილი, იმ ტიპის, რაც, რა თქმა უნდა, სახიფათოა ბიძინა ივანიშვილისთვის“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2 მილიონ 500 000 ლარი შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.