წესით, ოპოზიციურ სპექტრს პრეზიდენტი არ უნდა კრიბავდეს და არ უნდა უხსნიდეს, რომ თქვენი ერთად ყოფნა აუცილებელია ევროპული არჩევანის დასაცავად. ეს რეალობამ მოიტანა,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილი კონსოლიდაციაზე იყო დაკავშირებული არსებულ პოლიტიკურ მოცემულობასთან და არა ობიექტურ აუცილებლობასთან. წესით, ოპოზიციურ სპექტრს პრეზიდენტი არ უნდა კრიბავდეს და არ უნდა უხსნიდეს, რომ თქვენი ერთად ყოფნა აუცილებელია ევროპული არჩევანის დასაცავად. ეს რეალობამ მოიტანა. ე.ი. ეს არის არასტანდარტული ვითარების როლი, რომელიც სწორია, ანუ ამ ვითარებამ ეს როლი განსაზღვრა პრეზიდენტისთვის და ჩვენც უნდა მივიღოთ ეს. მნიშვნელობა არა აქვს „ლეიბორისტების" ოფისში შევიკრიბებით, თუ პრეზიდენტის სასახლეში, ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მივხვდეთ ფასს, რატომ უნდა ვიყოთ ერთად",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.