მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში!" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას უწოდებს.
"რაც ახლა ხდება არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია!
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია!" - ნათქვამია განცხადებაში.