საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრები - ვიკა ფილფანი და ქეთევან ბაკარაძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოქმედ ნარკოპოლიტიკასა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოქმედ ნარკოპოლიტიკასა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე.
„კომისიას სხვადასხვა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დელეგაციის წევრები კარგად იცნობენ საქართველოში არსებულ ვითარებას და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარეს. ჩვენი ხედვით, ნარკომომხმარებლის დაკავება ნარკოტიკის მოხმარების გამო არ შეიძლება. მომხმარებელს სჭირდება არა სასჯელი, არამედ მკურნალობა, კრიმინალები კი ნარკოტიკული ნივთიერებების შემომტანები და გამსაღებლები არიან. ახალგაზრდები დაუცველები არიან მარტივად ხელმისაწვდომი ნარკოტიკების წინაშე, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ჩვენი პოზიციაა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი, ხოლო ინფორმაცია ნარკოპოლიტიკის შესახებ - ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიკა ფილფანმა.




