ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გამოცემა "პუბლიკა" და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.
"პუბლიკა" პირველი კანონმდებლის განცხადებას მუქარად აღიქვამს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შალვა პაპუაშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "პუბლიკა" სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს".