ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს.

„ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – წერს ალენ ბერსე.