ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
"ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის – საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს", – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა