ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სადრენაჟო მომსახურების ტარიფს 2027 წლის ნაცვლად, 2029 წელს დაადგენს.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამჟამად, საქართველოს მელიორაცია სადრენაჟო მომსახურებას დაახლოებთ 1300 პირს უწევს, რომლებიც მომსახურების საფასურს იხდიან ერთ ჰექტარზე წელიწადში 40 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ეს ტარიფი კიდევ ორი წლის განმალობაში იმოქმედებს და მათ ახალი ტარიფის გადახდა არ მოუწევთ.




