ელენე ხოშტარია - ბბს-ს გამოძიება სერიოზული ამბავია, კარგია, რომ საკითხი ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა, არანაირი პარტიული დაფინანსება კეზერაშვილისგან არ მაქვს, დრო ყველაფერს აჩვენებს - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
"ბბს- ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან- წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამოანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა. - არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისოერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება გქონდეს პოზიცია" - წერს ელენე ხოშტარია.