„რადიკალურ ოპოზიციას და მათ დამკვეთებს ძალიან დიდი შეცდომა მოსდით იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ და არ ხედავენ - საქართველოში ღირსება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე - საჭმელ-სასმელზე ზრუნვა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს თქვას, რომ ლგბტ პროპაგანდა ცუდია.
„რა თქმა უნდა, ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია და ჩვენი სახელმწიფო მისდევს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეკონომიკური დოვლათი ქვეყანაში გროვდება, ეს მოსახლეობის ყველა ფენას თანაბრად უნდა შეეხოს; უნდა მოხდეს განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე, კაპიტალურ ხარჯებზე ორიენტირება, რომ თანაბრად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება.
ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, როცა ვითომ სიღარიბესა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ყურადღება გადააქვთ, არის ღია კარის ძალით შემტვრევის მცდელობა, რადგან ამაზე ჩვენ თვითონაც ვსაუბრობთ და ამის შესახებ გვაქვს პროგრამები. აქ მთავარი არის ის, რომ ისინი ცალსახად ვერ ბედავენ თქვან, რომ ლგბტ პროპაგანდა ცუდია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.