დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით,რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ტვიტრზე“ წერს.
"საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია, რადგან მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიღო რუსული სტილის კანონი, რათა გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ათასობით ადამიანი დემოკრატიის სახელით გამოთქვამს პროტესტს სამთავრობო პროპაგანდის წინააღმდეგ.
დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რეგიონში დემოკრატიის დასაცავად ",- წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.
🇬🇪 democracy is under threat as ruling party & founder Bidzina Ivanishvili push Russian-style laws silencing civil society & media. Thousands protest for democracy resisting govt propaganda. The West must stand with 🇬🇪, using even sanctions, to safeguard democracy in the region pic.twitter.com/fwwvG0x0pI
— Eka Gigauri (@ekagigauri_) April 21, 2024
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება