„კლანური“ მმართველობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, უნდა მივაღწიოთ ამ „კლანის“ დასრულებას - ამის შესახებ „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„კლანის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებები დაიწყო. ისეთმა ქვეყანამ ჩართო მექანიზმი, როგორიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ, რომელიც ამბობს რომ ქვეყანაში არ შეუშვებს ბრალდებულ მოსამართლეებს და მათ ახლობლებს. ამას სხვა ტიპის ქმედებებიც მოჰყვება. ეს რომ გადამდები ეფექტის მომტანი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.
განსაკუთრებული იმედი მაქვს ახალგაზრდა თაობის, რომელიც ღია დამცველი აღმოჩნდა ჩვენი ევროპული არჩევანის და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ მოსამართლეების წასვლის მოთხოვნით უნდა იყოს მასიური, ორგანიზებული გამოსვლები, რომ ეს მოსამართლეები სასამართლო სისტემიდან გავიდნენ. ისინი ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. „კლანური“ მმართველობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. უნდა მივაღწიოთ ამ „კლანის“ დასრულებას“, - განაცხადა ბესელიამ.