Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს.
კითხვაზე, "რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან", პასუხები ასე ნაწილდება:
ვეწინააღმდეგები - 40%
მხარს ვუჭერ - 60%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.