მე პირადად, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, არასდროს არ გავატარებ ერისკაცზე აუგის თქმას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩემნაირად ფიქრობს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და იძულებულს ნუ გაგვხდით ქართველებს, რომ თავი გაგაცნოთ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც CS Victims-ის სტატიას ეხმაურება.
"შეიძლება აქა-იქ არიან ვიღაცეები, ვინც არ აფასებენ ქველმოქმედ ღირსეულ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ სამშობლო და აკეთებენ ბევრ კარგ და კეთილ საქმეს, მაგრამ კატეგორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის კრიტიკულად განწყობილი, იღებს დამსახურებულ ზიზღს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან! ქართველები დაუნახავები და უსამშობლოები არ ვართ! გვყავს ერის შემარცხვენელი აგენტები, ომის პარტიის მონები, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ცოტა! ბიძინა ივანიშვილის მტერი, ვერც შიდა და ვერც გარე, ვერ იქნება საქართველოს კეთილისმსურველი. მისი მტრობა ავტომატურად ნიშნავს, რომ არ გინდოდეს მშვიდობა, ქვეყნის გამთლიანება, გაძლიერება და განვითარება! მე პირადად, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, არასდროს არ გავატარებ ერისკაცზე აუგის თქმას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩემნაირად ფიქრობს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და იძულებულს ნუ გაგვხდით ქართველებს, რომ თავი გაგაცნოთ!" - წერს დიტო სამხარაძე.