საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სერგეი ლავროვის განცხადებასა და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც თავად გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპაციის შემდეგ რუსეთთან, დღეს ხმის ამოღების უფლება არ აქვს.

"2008 წლის ომის შემდეგ რომ სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ რუსეთს, რა რუსეთუმეები იყვნენ? როგორ არ იყვნენ, მაგრამ აღიარონ. ომის პარტია ჩაფრენილია რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე და ისინი ამჟღავნებენ განსაკუთრებულ ინტერესს მათი თითოეული ფრაზის მიმართ. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, გამოვდივართ მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან და შესაბამისად ვმოქმედებთ.

რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე  ქართველი, ჩვენი მოსახლეობის თითქმის მესამედი. ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ ამას ვერ გაიგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ხალხი არც ქვეყნის შიგნით აღელვებს და არც ქვეყნის გარეთ. უფრო მეტიც, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, შეუძლიათ, საკუთარი მოსახლეობაც კი ჩააბან ომში“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.