პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს. პირველი შეხვედრა დღეს 9 საათზე შედგება. შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრებიან.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორიც. დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, არჩევნები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ შეხვედრას დაესწრებიან და მმართველი გუნდისგან სამომავლო გეგმების გაცნობას ელოდებიან. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ ამჯერად მათი ოპონენტები კონსტრუქციულები იქნებიან.