"გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან აცხადებს.
დავით სერგეენკოს თქმით, სააფთიაქო ნარკომანიის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. "მე უფლება არ მაქვს, განვიხილო, რა და როგორ იქნა გამოძიებული, თუმცა, ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, გია თვალავაძე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, სუს-მა დააკავა. სუს-მა გია თვალავაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. კერძოდ, საუბარია სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებაზე. სუს-მა ამ საქმეზე სულ 20 პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ 4 094 709 ლარის ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაცია.