"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა გუნდთან ერთად ვიყო.ვიშრომოთ, ვიმოღვაწეოთ და შევასრულოთ დანაპირები თბილისში. “- ამის შესახებ სამგორის განგებლობის კანდიდატმა დსვით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სიცოცხლით სავსე უბნიდან, იწყება სიციცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება.
ჩემთვის სამგორის რაიონი მშობლიურია და მინდა ამ მშობლიურ რაიონში შევიტანო ჩემი წვლილი მისი შემდგომი, უკეთესი განვითარებისათვის და უკეთესი მომავლისათვის“,_აღნიშნა დსვით კერესელიძემ.
მისი თქმით, სამგორის რაიონში ბევრი სოციალური პრობლემაა.
“მოგახსენებთ, სამგორის რაიონს ადრე ერქვა საქარხნო რაიონი და იქ უამრავი ადამიანი დარჩა დასაქმების გარეშე, სოციალური პრობლემატიკაა“- აცხადებს დავით კერესელიძე.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტი ავარიული შენობა სამგორის რაიონშია.
მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით და კერზო ინვესტიციების მოზიდვით ეს პრობკემა მოგვარდება.