ლევან ბერძენიშვილს ლექციები რომ უნდა აუკრძალონ, იმ პეტიციაზე ხელმომწერებში მეტნაკლებად ცნობილი ნაძირლები რატომ არ ჩანან? - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ლევან ბერძენიშვილს ლექციები რომ უნდა აუკრძალონ, იმ პეტიციაზე ხელმომწერებში საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი ნაძირლები რატომ არ ჩანან? თამამად, ამხანაგებო, თამამად. დასაკარგი აღარაფერი დაგრჩათ ისედაც. ისე, "უცნობიც'" და უცნობი თუ ნაცნობი მედროვე, ყველაფრის მკადრებელი " ხალოპები" არსად დაეკარგოთ თქვენს მოქმედ, უწიგნურ, ფულის ტომარა პატრონს. შემკვეთებიც და შემსრულებლებიც ბევრი გვინახავს...ისტორიის ხრამში ჩაცვენილნი. ვის დაკარგვიხართ? არა, ერთი "ხარაბუზა ღენერალი" მაინც როგორ ვერ იშოვეთ? :)" - წერს დავით ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ერეკლე მეორე მოღალატე იყო. მისი თქმით, მთელი საქართველო რომ ჩააბარა რუსეთს, მაშინ როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?! მის ამ განცხადებას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოყვა, მათ შორის მმართველი პარტიის და მასთან აფილირებული პირების მხრიდანაც. ამასთან ცნობილი ხდება, რომ შეიქმნა პეტიცია, რომლის მხედვითაც ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარების უფლება უნდა აეკრძალოს.