დავით ბაქრაძე: გუშინდელ პოზიციაზე ვრჩები, ჯერჯერობით ახალი არაფერი მაქვს სათქმელი

1618832129
გუშინდელ პოზიციაზე ვრჩები, ჯერჯერობით ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, - ამის შესახებ "აიპრესს" პოლიტიკოსმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მას მივწერეთ კითხვით, თუ მოაწერდა პირადად დავით ბაქრაძე დოკუმენტს ხელს, რაზეც ასევე წერილობით გვიპასუხა, რომ ჯერჯერობით ახალი არაფერი აქვს სათქმელი.
შეგახსენებთ, გუშინ დავით ბაქრაძემ განაცხადა: "კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც, ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემური გახლავთ სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი", - აღნიშნა მან.
კითხვაზე, თავად თუ მოაწერს ახლა ხელს პერსონალურად, რადგან პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა და პოლიტსაბჭოს ვეღარ დაეკითხება, ამაზე ბაქრაძე ამბობს:
"ვიფიქრებ, პოლიტსაბჭოს აღარ და ვეღარ დავეკითხები ასეთის არარსებობის გამო, მაგრამ ფიქრის უფლება მაქვს ნამდვილად და იმ ვადაში, რა ვადაშიც პარტიები და სხვა პარლამენტის წევრები გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ პოზიციას, მე ამ პოზიიციას საზოგადოებას გავაცნობ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.