პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
„ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს. ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია - პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს. მე მაგალითად, ჩვენს "ოჯახის ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე" მათ დასკვნაში, შემდეგი ჩანაწერი არ გამიკვირდებოდა: "ქართველი გეები და ლესბოსელები დაუკანონებელ ურთიერთობებში ყოფნისას, უნებლიედ სიძვის ცოდვაში იმყოფებიან, რაც მათ სულიერად თრგუნავს და მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს". ვენეციიდან ეს ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა, თუ დავუბრუნდებით იმავე კარნავალს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ერთ და იმავე პერიოდში - მოასწავებს კათოლიკური დიდი მარხვის დაწყებას, როგორც ასევე სულიერების მიმართ მათი პატივისცემის ნიშანს...“- წერს ქართველიშვილი.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს
ასევე, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს მუდმივ ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის