წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას მიერ გაყალბებული დოკუმენტების თაობაზე აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალა“ წევრი დავით ქართველიშვილი.
"ორი წლის წინ საქართველოში ჩამოყვანილი იქნა სააკაშვილის რეჟიმის მთავარი "გამქათამებელი" და "ექსკლუზიური სისასტიკეების" არქიტექტორი, "ღირსების ორდენის" კავალერი მეგის ქარდავა. სწორედ მას უწოდა გუშინ სოსო თოფურიძემ: "ჩემო ძმაო და პოლიტპატიმარო, მალე გაგათავისუფლებო".
მაგრამ, დღეს ესეც "იქეთ" იყოს. იმ საბუთს შემოგთავაზებთ (სამწუხაროდ, ხარისხზე ბოდიშს გიხდით), რომელიც სააკაშვილის პირადი ბრძანებით გააყალბა უკრაინაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობამ - თითქოს და მეგის ქარდავა სარგებლობდა უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით.
სწორედ ეს ფალსიფიცირებული დოკუმენტი წარადგინეს სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლის კანცელარიაში ნონა მამულაშვილმა და ნონა წოწორიამ (ასევე სააკაშვილის ბრძანებით). რომ არა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, მაქსიმ სოკოლიუკის ოფიციალური დოკუმენტი, რომ მეგის ქარდავას განცხადება ლტოლვილის სტატუსზე არ იქნა დაკმაყოფილებული უკრაინის სასამართლოს სამივე ინსტანციაში - ეს საერთაშორისო კრიმინალები და თაღლითები სტრასბურგის სასამართლოსაც შეიყვანდნენ შეცდომაში წინასწარი განზრახვით.
მაქსიმ სოკოლიუკზე სააკაშვილმა იყარა ჯავრი, მოასწრო. იმ დღეს, როდესაც ის კონტრაბანდულად უკვე არაჟნების ყუთებში იყო ჩალაგებული - 2021 წლის 29 სექტემბერს მაქსიმ სოკოლიუკი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. ხოლო საერთაშორისო თაღლითობის არც ერთი ფიგურანტის მიერ, სტრასბურგის მართლმსაჯულების ორგანოების მიერ არ იქნა გადადგმული არც ერთი სამართლებრივი ნაბიჯი..."