დავით ქართველიშვილი: საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შემოდინებულ თანხებს საზოგადოებას საგულდაგულოდ უმალავენ, მაგრამ ფონდ "ქართუს" მეშვეობით, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეო პროექტებში დახარჯული ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ამ ვერცხლისმოყვარეთა ბანდას მოსვენებას არ აძლევს
"მათ უგუნურებას არა აქვს საზღვარი" - ასე აფასებს ფონდი "ქართუ" იმ მორიგ ორკესტრირებულ შემოტევას ბიძინა ივანიშვილზე და მის ქველმოქმედებაზე, რომლის პრეროგატივაში ერთმანეთს ანაცვლებენ ჩვენი "სექონდ-ჰენდ ცვილის ფიგურები", ზოგი "პოლიტიკური" და ზოგი "ენჯეოშნიკური" წარმომავლობისა. - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, "გლობალური ომის პარტიის" მხარდამჭერები და აგენტოკრატები "ქართუს" საქველმოქმედო პროექტებს აკრიტიკებენ, ვინაიდან, ისინი კერძო აღმშენებლობით არიან დაკავებულები და ვერ იგებენ, რატომ დებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის საკეთილდღეო პროექტებში საკუთარ თანხებს.
"მათ უგუნურებას არა აქვს საზღვარი" - ასე აფასებს ფონდი "ქართუ" იმ მორიგ ორკესტრირებულ შემოტევას ბიძინა ივანიშვილზე და მის ქველმოქმედებაზე, რომლის პრეროგატივაში ერთმანეთს ანაცვლებენ ჩვენი "სექონდ-ჰენდ ცვილის ფიგურები", ზოგი "პოლიტიკური" და ზოგი "ენჯეოშნიკური" წარმომავლობისა.
თავის ჯიბეებში სხვადასხვა სადაზვერვო ფუნქციონალის მქონე ფონდებიდან, ამ ქვეყნის დასანგრევად და საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შემოდინებულ თანხებს - "გლობალური ომის პარტიის" უპრეცედენტო მხარდაჭერითა და გაუგონარი დეზინფორმაციული ფონის თანხლებით, ეს ნამუსგარეცხილი მავნებლები ქვეყნის საზოგადოებას საგულდაგულოდ უმალავენ.
მაგრამ ფონდ "ქართუს" მეშვეობით, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეო პროექტებში დახარჯული ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ამ ნამუსგამოშიგნებულ ვერცხლისმოყვარეთა ბანდას მოსვენებას არ აძლევს. მათი სირცხვილისაგან გამოთავისუფლებული მენტალობისთვის თვით სიტყვა "ქველმოქმედება" ეშმაზე საცეცხლურის კმევის ეფექტს იძლევა.
ფონდ "ქართუს" მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს აკრიტიკებს ის მახინჯი ძალა, რომელმაც დედაქალაქის ისტორიული ნაწილის - რიყის სიმბოლოდ დაგვიტოვა "სასიყვარულო" ექსტაზში ერთმანეთთან შეერთებული ორი "სწორნაწლავი", როგორც იმ ეპოქის "მაღალი გრძნობების" და "ესთეტიურობის" სიმბოლო და განსახიერება.
რომ არა წმინდა ადამიანური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გადაგები ბუნებრივი მიუღებლობა იმ ტიპის "პიარის", რომელიც თან ახლდა წინა რეჟიმის მიერ ნებისმიერი ბიო-ტუალეტის საზეიმო გახსნას - გარდა ფონდ "ქართუს" ყველაზე გრანდიოზული პროექტებისა, საქართველო შეიტყობდა ასობით ისეთ ღირსშესანიშნაობაზე, რომელიც დაუმსახურებლად, ყოველგვარი "პომპეზურობის" გარეშე განხორციელდა.
მხოლოდ ჩემს ირგვლივ, მცხეთის რაიონში, ჩუმად, სწრაფად და ხარისხიანად - კარსნის ტყეში მიწიდან აღორძინდა ულამაზესი წმ. გიორგის სახ. ტაძარი და მამათა მონასტერი. ხოლო ჩემგან სულ რაღაც 10 წუთის სავალის მანძილზე იწყება ულამაზესი და უნიკალური, დიდგორის ისტორიულ მემორიალზე გამავალი "ნიჩბისი-ორბეთის" გზა, როგორც დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი.
ერთადერთი, რაც ამ განსულიერებულ და გენმოდიფიცირებულ აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტებს ახრჩობს - არის ბოღმა და სრული გაუგებრობა, როგორ შეიძლება ამხელა ფულის ამ "ბნელ" და "რუსულ" ქვეყანაში ჩადება, როდესაც მხოლოდ ჩემს გარშემო დასავლეთის ფონდებიდან მიღებული აღურიცხავი თანხებით, "ჭ-კლასის" ენჯეოშნიკებიც კი გრანდიოზული კერძო აღმშენებლობით არიან დაკავებული..." - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.