პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დიდგორობის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც პრემიერმინისტრმა პატრიარქის სიტყვები „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია“ გაიხსენა.
"მოვიგებთ კიდეც ჩვენს დიდგორს. როდესაც "ქვეითები" და "მხედრები" ზეციურ "მთავარსარდლობასთან" სრულ სინერგიაში იმყოფებიან - დიდგორი, ჩათვალეთ, მოგებულია. როდესაც ქვეყანას ფულში ყიდიან, როდესაც სამშობლო "ქვების ხროვა ტერიტორიაა", როდესაც გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს აბრალებ საქართველოს ოკუპაციას - "დიდგორს" ვერ მოიგებ.
ამიტომაც ელოდებოდა, ელის და დიდი ალბათობით, მოესწრო კიდეც ჩვენი უწმინდესი იმ ჟამს, როდესაც, ორსავე სოფელსა შინა, გაერთიანებულია დღეს ერი და ბერი, მთავრობა და მხედრობა - უფლისა და ღვთისმშობლის გარშემო.
რაც ერთადერთს ნიშნავს - მორიგი დიდგორი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ მორიგ გამარჯვებამდე. სულ რომ ყოველდღიურად აკითხავდნენ აგენტოკრატები "ხელოვნური სუნთქვის აპარატებთან", კომაში მყოფ თავის პაციენტებს - პოლიტიკური პროზექტურის იქეთ, ამ ამოუცნობ და გაბრწყინების პირას მყოფ იბერიაში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ...“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.