ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა ყველაზე მძიმე სიზმარშიც რომ დაუშვა, არის პირდაპირ დაკავშირებული ქვეყანაში არეულობასთან, ომის დაწყებასთან და ცეცხლის დანთებასთან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„პოლიტიკაშიც არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია გასცდა.
დღეს „ომის ქარტიად“ წოდებულ იმ დოკუმენტს, რომელიც შედგა ოპოზიციურ კულუარებში, არ აწერ ხელს, მერე მოაწერ და პრინციპული გინდა გამოჩნდე, სინამდვილეში უპრინციპობას ჩადიხარ. გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია, აქვს მკაფიო შეხედულება ჩამოყალიბებული. ხალხი მას იცნობს, როგორც ღალატში მხილებულ ადამიანს,“ - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.