საქართველოში იმ უბედურების შემოსვლა არ დავუშვით, რაც უკრაინაში მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონი დღეს ამბობს, რომ თურმე საჭიროა მოლაპარაკება, რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს.
„მაკრონის მიერ ჩაწერილი ვიდეოები და ის გვახსოვს კარგად, როგორ გვიკიჟინებდნენ, როგორ სურდათ საქართველო ისეთ ლაბირინთში შეეყვანათ, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. საქართველო ალბათ უკრაინაზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, იმ ადამიანებისთვის რომ დაგვეჯერებინა, ვინც ამბობდა, რუსეთი უნდა გარიყულიყო, მასზე სტრატეგიული გამარჯვება უნდა მომხდარიყო და ამაში ჩვენი პატარა ქვეყანა საქართველოც უნდა ჩაერთოთ. ჩვენ იმ უბედურების საქართველოში შემოსვლა არ დავუშვით, რაც უკრაინაში მოხდა. დღეს მაკრონი საუბრობს იმაზე, რომ თურმე საჭიროა მოლაპარაკება, რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყო. ყველა ომი მშვიდობით მთავრდება და თუ მშვიდობაზე უარს თავიდანვე იტყვი, საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში იგდებ. ახლა ცალკეული ევროპელი ლიდერის მხრიდან ამ ყველაფრის გახმოვანება ენის მოჩლექვით და ბოდიშის ტონით ხდება. რაოდენ მართალი იყო საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, ახლა კიდევ უფრო უკეთ ჩანს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.







