გერმანიის ელჩს სიმართლე რომ ელაპარაკა, ყველაფერი უნდა ეღიარებინა. ვენის კონვენციას ყოველდღე არღვევს, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატისთვის დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.
მათიკაშვილის თქმით, „პეტერ ფიშერს უნდა ეღიარებინა, რომ საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული“.
„მას უნდა ეღიარებინა, რომ რადიკალებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა, საარჩევნო პროპაგანდაში იყო ჩართული და რადიკალური პარტიის ლიდერისგან აპარტამენტი აქვს ნაქირავები. ცხადია, ამ ყველაფრის ლაპარაკს სიტუაციიდან თავის დაძრომის ტაქტიკა არჩია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.




