ჩვენ ვდგავართ ხალხთან, 9 აპრილამდე რეგიონებში საკმაოდ დიდი აქციები გვექნება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჩვენ ვდგავართ ხალხთან. 26-ში ზუგდიდი გვექნება საკმაოდ დიდი აქცია, 29-ში გვექნება ბათუმში საკმაოდ დიდი აქცია, 31-ში გვექნება ქუთაისში დიდი აქცია, შემდეგ თელავში, გორში და 9 აპრილს დავაანონსეთ აქცია დედაქალაქში. ახლა ლევან ხაბეიშვილთან ერად ვიყავი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მანამდე მარნეულის მუნიციპალიტეტში. ჩვენ ხომ ყველამ კარგად შევისწავლეთ რა ზნეობის მატარებელია „ქართული ოცნება“. შეგახსენებთ, რატომ გადათქვა „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისს მიცემული დაპირება და რატომ გადააგდო ხალხი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ოპოზიციამ არ აწარმოა ხელისუფლებაზე პრესინგი და ხელისუფლების პრესინგი, გონზე მოყვანა ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთაველზე იკრიბება უამრავი ხალხი“- აღნიშნა დავით კირკიტაძემ.