პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ და "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს რომ მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ უნდა, ვინაიდან ეს მისთვის შეურაცხმყოფელია.
„მართლა არ მესმის და არც მინდა ქოცებთან ერთად კანდიდატობა. პროფანაციაა ეს და არა ევროინტეგრაცია. სირცხვილია.“ - წერს დავით დარჩიაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნეს მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით