ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს.- უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. პირველად ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მათ ვერ გაიგეს პირველად, კარგი, რა გაეწყობა, იმედია, ახლა მიხვდებიან.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს" - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.

ენტონი ბლინკენი: ამერიკაში შესვლა აეკრძლათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს