მოსამართლე არევაძემ წინასწარ დაწერილი, პუტინის საამებელი დასკვნა წაიკითხა - ამის შესახებ ფოთის ენმ-ის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მან არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა.
„მოსამართლეს ვეტყვი, რომ დღეს სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. საქართველოს და პრეზიდენტს გამოუტანა განაჩენი. მისი განაჩენი ასამარებს ამ ქვეყნის მომავალს. მთელი ევროპა ფეხზე დგას, რეზოლუცია რეზოლუციაზე კეთდება და ამათ არაფერი ესმით. მოსამართლემ წინასწარ დაწერილი, არაფრისმთქმელი, პუტინის საამებელი დასკვნა წაიკითხა“- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.