“ჩვენ სისხლის არ გვეშინია“ - უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია “ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს.
შესაბამისი განცხადებები ლადო გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ეს იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი ამ რევოლუციას. ჩვენ არ გვეშინია სისხლის, როცა დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი, კრემლს საქართველოს არავინ აჩუქებს და მე მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის“, - აღნიშნა ლადო გამსახურდიამ.