"თურმე პარტნიორების ფულზე გაყიდვა, ცილისწამება, არათანმიმდევრულობა, ტყუილები, კერპთაყვანისმცემლობა და უტვინობა კი არ ანგრევს ოპოზიციას. ამის აღნიშვნა ანგრევს. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ასე თქვა ბრძენმა ჭიამ. ანუ ჭია რომ კეზერაშვილმა ორ შაურად იყიდა და ბოკერიას ცილისწამება აიძულა - ახალგაზრდებს გზას არ უთმობს ჩემსავით და პარტიიდან არ მიდისო - ამან კი არ დააზიანა ოპოზიცია, ამაზე საუბარმა დააზიანა. მაგ სიმართლით იარე ჭიაბერაშვილო! (მაკონსოლიდირებელი უნარები არ დაგეკარგოს გზაში)." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილი 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში. 2012 წელს ორი თვის განმავლობაში ეკავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა კახეთის გუბერნატორად.
2013 წლის 21 მაისს პროკურატურამ ზურაბ ჭიაბერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, საქართველოს ექს - პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავა.
2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 50 ათასი ლარი ჯარიმა მიუსაჯა.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს მან სხვებთან ერთად დატოვა ნაციონალური მოძრაობა და დააარსა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“.
2021 წლის 12 თებერვალს განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ.