ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რუმენ რადევის ორი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა  აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - 26 მაისთან - დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას, რომელთა საფუძველია ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული დიდი ხნის ისტორიული და კულტურული კავშირები. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“,  - აღნიშნულია ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში. რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი პრესსამსახური ავრცელებს.