"დილის 7 საათზე 7 წლის განმავლობაში არცერთხელ არ ჰქონიათ საქმე",-ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"დილის 7 საათზე 7 წლის განმავლობაში არცერთხელ არ ჰქონიათ საქმე. კი ბატონო, თუ მაგ ვერსიას ამბობენ, სულ ასე ატარონ უმრავლესობის სხდომა დილით შვიდზე, ოღონდ მაშინ ჩვენც ვაპირებთ დროის უკან გადმოწევას და ჩაატარონ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები დილით 4:00, 3:00 საათზე. მერე ღამის თევით დარჩნენ პარლამენტში",-ამბობს გიგა ბოკერია. შეგახსენებთ, დღეს, ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო ატვისიტებმა პარლამენტის პიკეტირება 10:00 საათზე დაანონსეს, როგორც მოგვიანებით გაირკვა აღნიშნულდ დროს, "ქართლი ოცნების" დეპუტატები პარლამენტში დილით 9:00 საათზე ჩანიშნულ სხდომას ესწრებოდნენ.