ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.