თუ არის ნება ქართველი ხალხის, ამ საღამოს ერთხმად მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები - ამის შესახებ ომის ვეტერანმა, ბესო ბენდელიანმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლების სათავეში დგას რუსი ოლიგარქის ფეოდალები, მონები, რუსი ნაქართველარი ჩვენი ყოფილი თანამემამულეები ამ ქვეყანას სიმშვიდე სამწუხაროდ არ უწერია. ეს გახდება ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთის ფედერაცია და ეს ხომ არ გვინდა ხალხნო?!
ჩვენ, ქართველი მეომრები, თქვენი წიაღიდან წამოსულნი ვფიქრობთ... მაგრამ სიტყვა თქვენზეა, სტუდენტებზე, თითოეულ თქვენთაგანზე, ღირს თუ არა ამ საკითხის დაყენება ამ სცენიდან, ამ საღამოს.
თუ არის ნება ქართველი ხალხის, ერთხმად მოვითხოვოთ ამ საღამოს ამ ხელისუფლების, მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები”. “- განაცხადა ბესო ბენდელიანმა.