მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც არის რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ არ შემიძლია არ მივულოცო მთელ ქართულ დიასპორას დღევანდელი დღე.- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების წინ.

„კოლეგებო, სანამ გაბრძანდებით, ძალიან გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დასწრება, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც არის რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ არ შემიძლია არ მივულოცო მთელ ქართულ დიასპორას დღევანდელი დღე.

მთელ ქართულ დიასპორას ვულოცავ დღევანდელ დღეს!"- განაცხადა ბექა ოდიშარიამ, რის შემდეგაც  სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.