ეს პოლიტიკური განცხადება ერთგვარი ფარდის ახდა იყო იმ ქცევებზე და იმ ზრახვებზე, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ეს პოლიტიკური განცხადება ადრე თუ გვიან სამართლებრივ ჭრილში გადავა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გზავნილს, რომ დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას.
„პროცესი ღია და ტრანსფარენტული იქნება და უკვე მოგვეცემა საშუალება მთელ ქვეყანას, რომ შევაფასოთ მათი ყველანაირი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც უახლოეს წარსულში ჩაიდინეს და შესაბამისად მიზანშეწონილიც იქნება, რომ ამ ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა აეკრძალოთ. არ ისვენებენ, ცდილობენ რომ ქვეყანა არიონ, ითხოვენ ყუმბარებს და ბომბებს ჩვენს თავზე და შესაბამისად, ეს ხალხი პოლიტიკური ველიდან თუ არ იქნება მოკვეთილი, მერწმუნეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველოში მშვიდობა ვერ დაისადგურებს“, - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.