თაღლითი და წაგებული ხალხის ადგილი, ამ პარტიაში არ არის! - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მისივე ყოფილი თანაპარტიელის, ოზურგეთის ყოფილი მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის დღევანდელ განცხადებას:
ვინც ამ წლების განმავლობაში თაღლითი ყოფილა, ამის იმედად აგვკიდებია და ახლა, 3 წლის თავზე აღმოაჩინა საკუთარი თაღლითობა, დგას და ქოცების ან ნაცების პროექტად გვასაღებს, "სუ კაათ" ბრძანდებოდეთ! როგორც აგვეკიდეთ, ისე განგვეკიდეთ! თაღლითი და წაგებული ხალხის ადგილი, ამ პარტიაში არ არის! პ.ს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს საერთო მიზანს გულწრფელად ემსახურებით და ვინც ამ თაღლითებმა შეგიყვანათ შეცდომაში, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ - არ განმეორდება! - წერს ბექა ლილუაშვილი.