„ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი აცხადებს
"თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მთელ ქვეყანას და საკუთარი პარტიის წევრებს იწერდნენ, უქვეყნებდნენ, აშანტაჟებდნენ და ა.შ. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ მეტი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ნაცმოძრაობის წევრი ბაჩო დოლიძე გავრცელებულ ვიდეოზე წერს: ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი... თვე-ნახევარია ეს ჩანაწერები რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში მიდის
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, [პარტია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კი წერს: ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივება