„საერთო, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის!“ – გერმანიის დანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის ამ სიტყვებით აღვნიშნეთ გერმანიის გაერთიანების დღე ჩვენს ქართველ, გერმანელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს  გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

როგორც გერმანიის საელჩო აღნიშნავს, ეს დღესასწაული მათ ახსენებს 1989 წლის მშვიდობიან რევოლუციას, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის მამაცი მოსახლეობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ქუჩებში გამოვიდა, რამაც საბოლოოდ 1990 წელს ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება გამოიწვია.

„მოდით, ავწიოთ ჭიქა მშვიდობისთვის საქართველოში, უკრაინაში და ჩვენს ევროპულ კონტინენტზე. შევსვათ ქართველი ხალხის გამძლეობის, მისი შთამბეჭდავი კულტურისა და ჩვენს ორ საზოგადოებას შორის მეგობრობის ურღვევი კავშირის სადღეგრძელო“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

გერმანიის საელჩო მადლობას უხდის ყველას, ვინც ეს განსაკუთრებული დღე მათთან ერთად აღნიშნა და „ვინც ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობს გერმანულ-ქართული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავების საქმეში“.