ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში განაცხადა: 

"აირაის შედეგების მიხედვით 1% არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთპროცენტიანი რეიტინგი. გაცილებით მეტია ჩვენი რეიტინგი. თბილისში ჩვენ ვართ მესამე სიდიდს პარტია, დაახლოებით 5% არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს საკმარისია.  ქვეყნის მასშტაბით არის უფრო ნაკლები, ვიდრე თბილისში მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ეს ციფრი გავზარდოთ. ჩვენი განაცხადი იყო თავიდანვე, რომ ორპოლუსიანი ვითარება უნდა შეიცვალოს, ეს მიდგომა არ შეგვიცვლია, იგივე მოსაზრება გვაქვს. და არჩევნებამდე პერიოდი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ისეთი ფორმულა, რომელსაც ისინი დაიჯერებენ, რომ ის არის გამარჯვების"- განაცხადა ჯაფარიძემ.