ის, რაც შოვში მოხდა ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. იქ მოწყდა მყინვარი და წამოიღო ხის მასა, ამის განსაზღვრა ღმერთის გარდა არავის შეეძლო, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„3 საათში კიდევ დროულად მივიდა ვერტმფრენი. ზუსტად ვიცი, რომ ეს ხალხი გახიზნული ჰყავდათ და არ გამოიყვანეს ღამე, რადგან არ მომხდარიყო კიდევ რამე. მოწყდა თოვლის მასა, რომელიც აირია შემდეგ ქვის ნაშალი და როგორც ხორცის მანქანა, ისე გაატარა ყველაფერი შიგნით რაც იყო. ძებნის პროცესი ჯოხებით რატომო? იმიტომ, რომ იქნებ ცოცხალი ენახათ ვინმე. მეორე დღეს დაიწყეს ტექნიკით მუშაობა.
ვინმემ უთხრა შარლ მიშელს 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე ხელმოსაწერად რომ ჩამოვიდა ბელგია წყალმა წაიღო, 200 კაცი გარდაცვლილი იყო, 400 დაკარგული და 10 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი, ვინმემ უთხარით მაშინ, რატომ ჩამოხვედიო? რატომ არ უთხარით იმას, რა გინდა აქ რომ მოდიხარო?
შოვში, სტიქიის ადგილზე მინისტრი იქნებოდა თუ მინისტრის მოადგილე, რა მოხდა, დაიქცა ქვეყანა ამით? რომ ყოფილიყო გადარჩებოდა ვინმე? სამ საათში მოთავებული იყო ყველაფერი, უბრალოდ მოსაძებნი იყო ხალხი. იმათ არაფერი ეშველებოდათ. ერთ ადამიანს ჩამოკიდოთ დღეს სტიქიური უბედურება, არ მიმაჩნია სწორად“, – განაცხადა ენუქიძემ.