"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს."

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ - ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

5 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.